გარდაბანში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე თამარ ხაჩიძე ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს, მათ შორის საბჭოს დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცება, სამოქმედო გეგმის განხილვა, სატელევიზიო მხარდაჭერის საკითხი და უახლოესი ღონისძიებების დაგეგმვა.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ქალთა და ბავშვთა მხარდაჭერის მიმართულებით ახალი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading