გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გარდაბანში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებს ეწვია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ილია ჯალაღანიასთან და გარდაბნის მერთან დავით კარგარეთელთან ერთად სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შექმნილი და გაფართოებული საწარმოები მოინახულა.
მინისტრი გაეცნო მეღვინეობა მარნაველის საქმიანობას, რომელიც პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მხარდაჭერით ფართოვდება, ასევე მაღალტექნოლოგიური საწარმოს – ნუტრიმაქსის წარმოებას, რომლის პროდუქცია ადგილობრივ ბაზართან ერთად ექსპორტზეც გადის.


ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე ეწვია მეფრინველეობის ფერმას ,,საბუდარა”, რომლის წლიური წარმადობა 7 მილიონ საინკუბაციო კვერცხს შეადგენს და სადაც 60 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.