2025 წლის 27 მაისს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სამხრეთ აფრიკაში, ქ. პრეტორიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, როლანდ ბერიძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოსთვის 26 მაისის მნიშვნელობაზე, ასევე მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე, ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებზე.
ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. ხაზგასმით აღინიშნა ხალხთა შორის მზარდი კავშირი, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობა, და სავაჭრო-ეკონომიკური ინიციატივების გაღრმავების მნიშვნელობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წევრები, სამხრეთ აფრიკის მთავრობის, საქართველო-სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს მეგობრები და დიასპორის წარმომადგენლები.




