იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ მოადგილეებთან ერთად იუსტიციის სახლის შიდა ქართლის რეგიონის ფილიალები მოინახულა
იუსტიციის სახლის თავმჯდომარე კასპის, მეჯვრისხევის, ტყვიავის, რუისის, ქარელის, ბერძენაულის, მუხრანის, გომის, ხაშურის, გორის იუსტიციის სახლის ფილიალების თანამშრომლებს შეხვდა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
შეხვედრაზე მიმდინარე პროექტები და არსებული გამოწვევები განიხილეს.
იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თანამშრომლების კითხვებს უპასუხა.
შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლის სხვა ფილიალებშიც გაგრძელდება.




