სურსათის ეროვნული სააგენტო BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ახორციელებს
სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა ოფიციალური შეტყობინება ბავშვთა კვების ბრენდი Vitagermine – BABYBIO-ის იმპორტიორ Naturland-ისგან, ტოქსინ Cereulide-ის შესაძლო აღმოჩენის რისკის შესახებ. აღნიშნული მიზეზით, სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებიდან, მათ შორის საქართველოდან, ნაწილის გამოთხოვა დაიწყო.
ბაზრიდან ნებაყოფლობით გაიწვია ჩვილის ფორმულის BABYBIO OPTIMA 1-ის სამი პარტია, საიდანაც საქართველოში შემოვიდა მხოლოდ ორი:
- BABYBIO OPTIMA 1 – 800გ, EAN 3288131580319, პარტია 894408, ვარგისიანობა 09/07/2027
- BABYBIO OPTIMA 1 – 800გ, EAN 3288131580319, პარტია 900035, ვარგისიანობა 12/08/2027
იმპორტიორმა კომპანიამ დაუყოვნებლივ შეატყობინა სარეალიზაციო ქსელებს (სს „გეფა“, შპს „პსპ-ფარმა“, შპს „ავერსი-ფარმა“), სადაც შეჩერებულია აღნიშნული პარტიების გაყიდვა. საწყობში არსებული მარაგები დათვლილია და აღწერილია, ხოლო გამოთხოვის პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები ზედამხედველობენ.
📌 სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, თუ უკვე შეძენილია აღნიშნული პარტიები, არ გამოიყენონ ისინი.