მარნეულში წვევამდელების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მარნეულის განყოფილების ორგანიზებით წვევამდელების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე იმ ახალგაზრდების მშობლებს, რომლებმაც ნებაყოფლობით აირჩიეს სამხედრო სამსახური, მადლობის წერილები გადაეცათ.


შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების გადაწყვეტილების მნიშვნელობას ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საქმეში.
