ავარიაში მოყოლილი 8 წლის ბიჭი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია

4 ივნისს თელავში კვადროციკლით მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში რჩება. ბავშვის დედის, ხატია დუდაური, ინფორმაციით, მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და სედაციის ქვეშაა, თუმცა ექიმები მის მდგომარეობაში დადებით დინამიკას ხედავენ.

დედის თქმით, ბავშვს თავის ქალისა და სახის ძვლების მრავლობითი დაზიანებები აქვს, რის გამოც სამომავლოდ შესაძლოა საზღვარგარეთ მკურნალობა და რეაბილიტაცია დასჭირდეს. ამ ეტაპზე მისი ტრანსპორტირება შეუძლებელია.

შემთხვევა 4 ივნისს მოხდა, როდესაც კვადროციკლი კედელს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც უკვე გაწერილია კლინიკიდან და თავს კარგად გრძნობს.

ოჯახი საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ბავშვის მკურნალობისთვის ფინანსური დახმარება კვლავ სჭირდება.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE50BG0000000160902055

თი­ბი­სი ბან­კი: GE68TB7140245068100026 მიმ­ღე­ბი:

ხა­ტია დუ­და­უ­რი (დედა) პ/ნ: 08001034977

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading