რუსთავში გიორგი ლეონიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რუსთავში, გიორგი ლეონიძის სახელობის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა სანიაღვრე ქსელის მოწყობა მესხიშვილის ქუჩის კვეთიდან ფანცულაიას ქუჩის კვეთამდე, ხოლო დარჩენილ მონაკვეთზე გზის საფარის მოფრეზვა მიმდინარეობს.


სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი.
პროექტი ითვალისწინებს ახალი სანიაღვრე სისტემის, ტროტუარების, ველობილიკის, პარკინგის, მწვანე სივრცეების, გარე განათების, საგზაო ნიშნებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობას. ასევე განახლდება წყლისა და წყალარინების ქსელები.


ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 3.9 მილიონ ლარს აღემატება და ის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.