ბოლნისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიამ მერიის სამსახურების საქმიანობა განიხილა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი უძღვებოდა, დეპუტატებმა სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით მერიის სამსახურების საქმიანობა მოისმინეს და განიხილეს.
სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა ლელა კვირიკაშვილმა კომისიის წევრებს სოციალური პროგრამების მიმდინარეობისა და მოსახლეობის მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების უფროსმა გიორგი საცკოვმა კი განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობაზე, ახალგაზრდებისა და სტუდენტების მხარდაჭერაზე, კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიშები დადებითად შეაფასეს და სამომავლო პრიორიტეტებზეც იმსჯელეს.