მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში არქეოლოგიურ კომპლექსთან – ,,გადაჭრილი გორა” მისასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგო

პროექტის ️მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია, საკრებულოს წევრი, ვასილ ხახულაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში 1 079 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის გზის საფარი დაიგო. ამჟამად, გარე განათებისა და წყალარინების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

▫️️გზის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 260 308,33 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading