კახეთში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციამ 1996 წელს დაბადებული გ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე 1966 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს ცივი იარაღით მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს, ხოლო დანაშაული ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქმე სსკ-ის 19-108-ე მუხლით არის გამოძიებაში, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading