ლანჩხუთში სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის სამმართველომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სამი პირი – თურქეთის მოქალაქეები ს.ი. (1983 წ.), კ.კ. (2006 წ.) და ს.კ. (1986 წ.) დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მათ სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად და უკანონოდ გადმოკვეთეს თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

საქმე სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით არის გამოძიებაში, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading