ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის მოქალაქე ს.ი. (1987 წ.) დააკავეს, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იყო ძებნილი.

ს.ი.-ს ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალებებითა და იარაღით ვაჭრობა, ასევე ქონების დაზიანება.

სამართალდამცველებმა იგი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს. ამჟამად დაკავებულთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading