სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმზე კერძო კაპიტალის ფონდი წარადგინა

სააგენტო აქტიურად მუშაობს კერძო კაპიტალის ფონდების დაფუძნებაზე, რომელშიც მას ლიმიტირებული პარტნიორის როლი ექნება.

ღონისძიება ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა

ფორუმში მონაწილეობდა 180-ზე მეტი წარმომადგენელი სხვადასხვა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფიდან.მათ შორის იყვნენ საქართველოს უმსხვილესი კომპანიების პირველი პირები.

საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გახსნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading