,,დღევანდელ ცვალებად სამყაროში კიდევ უამრავი ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთება და ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ და ეს გზა იწყება დღეს”-შალვა პაპუაშვილი
,,სკოლის დამთავრება თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია, დასასრული ბავშვობისა და მოზარდობისა, კარიბჭე და დასაწყისი ახალი, ზრდასრული ცხოვრებისა, ახალი იმედით, სიხარულით და მოლოდინით.
ეს არის მომენტი, როდესაც თქვენ იწყებთ არჩევანის გაკეთებას, თუ როგორ გააგრძელოთ ცხოვრება, სად მიიღოთ შემდგომი განათლება, რა ისწავლოთ, სად იშრომოთ, რა პროფესია გსურთ შეიძინოთ, რომელი ოცნება აიხდინოთ.
დღევანდელ ცვალებად სამყაროში კიდევ უამრავი ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთება და ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ და ეს გზა იწყება დღეს.
ყველას გილოცავთ ამ დღეს, მნიშვნელოვან მომენტს. გისურვებთ, რომ დღევანდელი დღის სიხარული და სილაღე თქვენი მთელი ცხოვრების თანმდევი ყოფილიყოს. გისურვებთ, არ დაგეკლოთ მონდომება და ძალისხმევა თქვენს მიერ არჩეულ ასპარეზზე, პირად თუ საზოგადო სარბიელზე, გამოადგეთ ოჯახს, სამშობლოს და ქვეყანას.”- წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
