ალექსანდრე დარახველიძე განმარტავს, რას ითვალისწინებს სამი კატეგორიის იარაღთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტი აკუსტიკურ იარაღზე, გაზის აეროზოლურ მოწყობილობებზე (წიწაკის სპრეი) და ელექტროშოკურ მოწყობილობაზე ახალ, გამკაცრებულ წესებს აწესებს.

მისი თქმით, ცვლილებები ეფუძნება როგორც ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებას, ასევე რეგულაციების წინასწარ კვლევას.

შეცვლილი რეგულაციები:

  • აკუსტიკური იარაღი – მისი შეძენა და გამოყენება მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ, ვისაც ეს პროფესიული დანიშნულებით სჭირდებათ (სპექტაკლი, სპორტული ღონისძიება, კინოგადაღება). აუცილებელი იქნება პოლიციის წინასწარი თანხმობა.
  • გაზის აეროზოლური მოწყობილობა (წიწაკის სპრეი)
    იკრძალება 18 წლამდე პირებზე მიყიდვა;
    • 18 წელზე ზემოთ პირებს დასაჭირდებათ პოლიციის წინასწარი ნებართვა მის შესაძენად და სატარებლად.
  • ელექტროშოკური მოწყობილობა
    სრულად იკრძალება სამოქალაქო ბრუნვიდან, ჩვეულებრივ მოქალაქეებს ვეღარ მიჰყიდიან და ვერ გამოიყენებენ;
    • ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ უწყებებისთვის, ვინც მას სამსახურებრივად იყენებს.

დარახველიძის თქმით, არსებული კანონმდებლობით მსგავსი რეგულაციები საერთოდ არ არსებობდა – ნებისმიერ ასაკის ადამიანს შეეძლო წიწაკის სპრეის შეძენა და გამოყენება. ახალ ცვლილებებს კი თავდაცვის კულტურის გაუმჯობესება და არასრულწლოვანთა უსაფრთხოება განაპირობებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading