აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში, სამძიმრის წიგნი გაიხსნება

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ბაქო-გროზნოს რეისზე მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით თბილისში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში, სამძიმრის წიგნი გაიხსნება, – ინფორმაციას საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო ავრცელებს.

„სამძიმრის წიგნი გაიხსნება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში, მისამართზე : ვახტანგ გორგასლის ქ. 4, თბილისი, საქართველო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამძიმრის წიგნში ჩანაწერის დატოვება შესაძლებელი იქნება 26 დეკემბერს 13:00-დან 18:00 საათამდე და 27 დეკემბერს 10:00-დან 13:00 საათამდე და 15:00-დან 18:00 საათამდე.

მათ, კი ვინც სამძიმრის გამოხატვას ონლაინ აპირებს, შეუძლია შემდეგი ბმულით ისარგებლოს : tbilisi@mission.mfa.gov.az.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading