რა შეიცვლება 15 იანვრიდან საბავშვო ბაღებში

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 15 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლით განახლდება – სრულად ამოქმედდება ელექტრონული დაშვების სისტემა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

პროექტის ფარგლებში:

  • დამონტაჟდა ბარათის წამკითხველები და ვიდეოკონტროლის სისტემები
  • გადამზადდნენ ბაღების ადმინისტრაციები და სააგენტოს სპეციალისტები
  • მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები მშობლებთან

👨‍👩‍👧 მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ სპეციალურ პორტალზე – www.tbilisikids.com – დარეგისტრირდნენ და ერთჯერადი QR-კოდი დააგენერირონ, რომელიც ბაღში შესვლისას დაფიქსირდება.

🔑 თითოეული აღსაზრდელის ოჯახს გადაეცემა მაქსიმუმ 8 პლასტიკური ბარათი, რათა ბავშვების აღრიცხვა შეუფერხებლად მოხდეს სხვადასხვა სიტუაციის დროს.

📊 მერის თქმით, სისტემა:

  • 100%-იანი სიზუსტით აღრიცხავს ბავშვებისა და თანამშრომლების დასწრებას
  • ხელს შეუწყობს ფინანსების რაციონალიზაციას
  • დაზოგავს ადამიანურ, დროისა და ტექნიკურ რესურსებს

ℹ️ ელექტრონული სისტემა საპილოტე რეჟიმში 20 ბაღში 16 სექტემბრიდან მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში ხარვეზი არ გამოვლენილა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading