13 ივნისს მარნეულის კულტურის ცენტრში პერფორმანს „დარიანის“ პრემიერა გაიმართება

მარნეულის კულტურის ცენტრი 13 ივნისს პერფორმანს „დარიანის“ პრემიერას გამართავს. წარმოდგენა ეძღვნება ელენე ბაქრაძე-დარიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას და თანამედროვე მხატვრული ხედვით აცოცხლებს დიალოგს პოეზიაზე, მეხსიერებასა და იმ ხმებზე, რომლებიც ისტორიის განმავლობაში ხშირად უჩინრად რჩებოდნენ.

შემოქმედებითი ჯგუფის განცხადებით, „დარიანი“ მაყურებელს სთავაზობს სივრცეს, სადაც შესაძლებელია დაფიქრება სიტყვის ძალაზე, პოეზიის მუდმივ მნიშვნელობასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც დროს სცდება და დღემდე აგრძელებს საზოგადოებასთან დიალოგს.

პერფორმანსის დრამატურგია ეკუთვნის ელენე შალუტაშვილის, რეჟისორი და ქორეოგრაფი კი ტატო გელიაშვილი არის. მხატვარია თამუსია ლეთოდიანი, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის შალვა ბუზალაძეს, ხოლო განათებაზე შოთა კიპაროიძე მუშაობდა.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ზურა ხაფთანი, თათია თათარაშვილი, მარიამ ჭოხონელიძე, ქეთევენ აბაშიძე, ლალი ბესელია, გიორგი გელაშვილი, ქრისტი ჯავახიძე, გიორგი თურმანიძე, ანა ჩაჩანიძე, საბა საპონჯიანი, მაკა სტეფანია და ირაკლი ნავერიანი.

პრემიერა 13 ივნისს, 15:00 საათზე, მარნეულის კულტურის სახლი გაიმართება. დასწრების მსურველებს ორგანიზატორები სთხოვენ, წინასწარ დაუკავშირდნენ მარნეულის კულტურის ცენტრს სოციალური ქსელის პირადი შეტყობინებების საშუალებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading