მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარე ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსივე საკითხი დადებითად განიხილეს.
დეპუტატებმა ცნობად მიიღეს საკრებულოს ყოფილი წევრის, თეონა ფარჯიანის ადგილმონაცვლედ რამიზ გაჯიევის უფლებამოსილება. ასევე გაიმართა კომისიების თავმჯდომარეების არჩევნები, რომლის შედეგადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ ჭონიაშვილი, ხოლო სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ვანო ბურნაძე აირჩიეს.
სხდომაზე ასევე დამტკიცდა 2026 წლის 21 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მიწის გადასახადისგან გათავისუფლების საკითხი, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების ნუმერაცია და ადგილობრივი წარმატებული სპორტსმენების ფულადი ჯილდოთი წახალისების გადაწყვეტილება.
13 ივლისის სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, მოადგილეები რიჩარდ გიგანი და ვასილ ხახულაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები.