მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში კონცერტი „შვედეთიდან – საქართველომდე“ გაიმართა

დღეს, 13 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ფოიეში მუსიკალური საღამო „შვედეთიდან – საქართველომდე“ გაიმართა.
კონცერტზე დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა წარუდგინეს, რომელმაც შვედური და ქართული კულტურის მუსიკალური ტრადიციები გააერთიანა.



