მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კონკურს „ოზან საზის“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილე რიჩარდ გიგანთან ერთად, სოფელ კაპანახჩიში, აშუღ ქამანდარის სახლ-მუზეუმში გამართული კონკურს „ოზან საზის“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
,,მოხარული ვარ რომ ტრადიციულად ასეთი კარგი ღონისძიება ჩატარდა აშუღ ქამანდარის სახლმუზეუმში და ასე შესანიშნავად წარმოაჩინეს მისი შემოქმედება. ჩვენ მზად ვართ ყოველთვის ხელი შევუწყოთ კულტურულ- საგანმანათლებლო ღონისძიებებს.


აშუღ ქამანდარს დიდი ღვაწლი მიუძღვის XX საუკუნის მეორე ნახევარში აშუღური ხელოვნების პოპულარიზაციისა და განვითარებაში. მისი ოსტატური შემოქმედება ფართოდ იყო გავრცელებული არა მხოლოდ საქართველოში არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
აშუღ ქამანდარი დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით, ასევე – მინიჭებული აქვს აზერბაიჯანის კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება და ჩენი ვალია ყოველთვის სათანადოდ დავაფასოთ აშუღის ღვაწლი-” განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.


ღონისძიებაზე აღინიშნა აშუღ ქამანდარის მნიშვნელოვანი წვლილი აშუღური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ აზერბაიჯანისა და თურქეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რელიგიური პირები და მოწვეული სტუმრები.