865 904 ლარის ზიანი ბიუჯეტს-საგამოძიებო სამსახურმა გადასახადებისათვის თავის არიდების ახალი შემთხვევები გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ივლისის თვეში ოთხ მეწარმე სუბიექტს წარედგინა ბრალდება გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე.

🔎 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რის შედეგადაც მათ თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ გადასახადს – 865 904 ლარის ოდენობით.

⚖️ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

📌 ამ ეტაპზე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის მობილიზების მიზნით.

📣 საგამოძიებო სამსახური მეწარმეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და დროულად გადაუხადონ ბიუჯეტს არსებული საგადასახადო დავალიანება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading