⚖️ ვაშინგტონის არბიტრაჟმა ანაკლიის პორტის საქმეზე საქართველოს პოზიცია სრულად დააკმაყოფილა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრმა (ICSID) ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ დავაში საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა – არბიტრაჟმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პარტნიორის, ბობ მეიერის, მოთხოვნები სრულად უარყო.

📌 ტრიბუნალის დასკვნით:
▪️ ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება ინვესტორების პასუხისმგებლობა იყო;
▪️ დაფინანსების მოძიება ინვესტორის ვალდებულება იყო და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეშლის ფაქტი არ დასტურდება;
▪️ მთავრობის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა კანონიერი იყო.

💰 ბობ მეიერი სახელმწიფოსგან 64 მილიონ დოლარს ითხოვდა, თუმცა არბიტრაჟმა არა მხოლოდ უარყო მოთხოვნა, არამედ მასვე დააკისრა 6,5 მილიონი დოლარის გადახდა საქართველოს სასარგებლოდ.

📍 შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ამავე საქმეზე პარიზის არბიტრაჟმაც უარყო ანაკლიის კონსორციუმის საჩივარი და ინვესტორებს დაეკისრათ 650 ათასი დოლარის გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

👉 იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ამ გადაწყვეტილებებით დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ინვესტორების მიზეზით ვერ განხორციელდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading