მარნეულში ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო აქცია გაიმართება

9 ივნისს, 10:00-დან 18:00 საათამდე, მარნეულში, ჯეო ჰოსპიტალსის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო აქცია ჩატარდება.

სკრინინგი მოიცავს მამოლოგის კონსულტაციას, მამოგრაფიულ კვლევას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას.

აქციის ფარგლებში, 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს ასევე უფასოდ შეეძლებათ B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსისა და არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის ჩატარება.

ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი-ის ორგანიზებით და მარნეულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading