მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ღონისძიება მარნეულის N1 საჯარო სკოლის ორგანიზებით მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა.

მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღის თემაზე შექმნილი ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს, ხოლო ადგილობრივი ანსამბლის „დიდების“ მიერ ქორეოგრაფიული ნომრები შესრულდა.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საჯარო სკოლების დირექტორები, საქართველოს განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading