მარნეულის ამერიკულ კუთხეში ახალგაზრდა შემოქმედებმა თოჯინური წარმოდგენა გამართეს

15 ივნისს, მარნეულის ამერიკულ კუთხეში, „ხელნაკეთი ნივთების დამზადების კურსის“ ფარგლებში, კურსის მონაწილეებმა საკუთარი ხელით შექმნილი თოჯინებით მცირე თეატრალური წარმოდგენა გამართეს.

პატარა „მსახიობებმა“ Armen Hovhannisyan-თან ერთად მაყურებელს მომავალი სპექტაკლის ფრაგმენტი წარუდგინეს. წარმოდგენაზე გამოყენებული ყველა თოჯინა ბავშვების მიერ იყო შექმნილი.

სპექტაკლის სრული ვერსიის პრემიერა შემოდგომაზე, დიდ სცენაზე გაიმართება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading