მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა თანამშრომლებს მერის ახალი მოადგილე თეონა ფარჯიანი წარუდგინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა მერიის თანამშრომლებს ახლად დანიშნული მოადგილე, თეონა ფარჯიანი ოფიციალურად წარუდგინა.


თეონა ფარჯიანს სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო და ამ დრომდე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდა.
მერმა ახალ მოადგილეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისი პროფესიული გამოცდილება მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძეც ესწრებოდა.

