გარდაბნის საკრებულოს წარმომადგენელმა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

30 ივნისს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართულ ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თამარ ხაჩიძე მონაწილეობდა.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი „ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის რისკების შეფასების პანელის“ შესახებ და მიღებულ იქნა „ოსლოს დეკლარაცია“, რომელიც ეფუძნება ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის გაძლიერების პრინციპებს.


სხდომაზე დელეგატებმა ადგილობრივი დემოკრატიის მონიტორინგის შედეგები, თვითმმართველობის მიმართულებით არსებული გამოწვევები და 2026–2027 წლების სამუშაო გეგმა განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში ასევე მიიღეს „ოსლოს დეკლარაცია“, რომელიც ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

