მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სტუდენტების მგზავრობის დაფინანსება გაზარდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარე ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16-ვე საკითხი განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

სხდომაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებისთვის ყოველთვიური მგზავრობის დაფინანსების გაზრდა იყო. საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაფინანსების ოდენობა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა.

დეპუტატებმა ასევე დაამტკიცეს, რომ სახალხო დღესასწაული „მარნეულობა“ მიმდინარე წელს სექტემბერში გაიმართება. სხდომაზე განიხილეს საკადრო საკითხიც და საკრებულოს წევრისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, თეონა ფარჯიანის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს.

30 ივნისის სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, მოადგილეები რიჩარდ გიგანი და ვასილ ხახულაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading