ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლამ სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილი, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოსა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი, ასევე თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მათ მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

შემაჯამებელ კონცერტზე სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს და სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა, მუსიკალური უნარები და შემოქმედებითი მიღწევები წარადგინეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading