მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს.
როგორც ამირან გიორგაძე აღნიშნავს, გამოცდები ახალგაზრდების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია და დარწმუნებულია, რომ ისინი მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ როგორც მუნიციპალიტეტის, ისე ქვეყნის განვითარებაში.
„დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა, წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენგანს. დარწმუნებული ვარ, მომავალში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით დიდ წვლილს შეიტანთ როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტის, ისე ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში,“ – აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.