მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშჩუში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი დასრულდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ კუშჩუში დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო:

🔹 200 მეტრი სიღრმის ახალი ჭაბურღილი;

🔹 25 მ³ მოცულობის ლითონის

კოშკურა-რეზერვუარი;

🔹 საქლორატორო სადგური;

🔹 7 785 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი.

ახალი წყალმომარაგების სისტემით 126 აბონენტი ისარგებლებს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 840 000 ლარამდე შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading