მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, ვეტერან ძიუდოისტებს შეხვდა.

მიმდინარე წლის სექტემბერში ვეტერანი ძიუდოისტები ქალაქ სარაევოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

შეხვედრაზე მერმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი სპორტსმენების მხარდაჭერისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო არენაზე სპორტსმენების მონაწილეობის ხელშეწყობას.

აღნიშნულ სპორტსმენებს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ასპარეზობის მდიდარი გამოცდილება აქვთ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ძიუდოისტებს სარაევოში წარმატებული ასპარეზობა და გამარჯვება უსურვა.

შეხვედრას, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი დაესწრო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading