მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს


მისალოც წერილში მსოფლიო პატრიარქი აღნიშნავს, რომ ლოცულობს, რათა შიო III-ის მსახურება იყოს ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი – ღვთის სადიდებლად, ეკლესიისა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, საყვარელო ძმაო ქრისტეში, დიდი სიხარულით მივიღეთ თქვენი უნეტარესობის არჩევის სასიხარულო ამბავი სრულიად საქართველოს უძველეს და სახელგანთქმულ საპატრიარქო ტახტზე, განსვენებული და დაუვიწყარი პატრიარქ ილია II-ის შემდეგ, რომელმაც დიდი და ისტორიული სამსახური გაუწია საქართველოს ეკლესიასა და მთელ მართლმადიდებლობას.

ვადიდებთ უფალს, მისი ეკლესიის დამფუძნებელსა და განმამტკიცებელს და ძმურად გილოცავთ. ვლოცულობთ, რომ თქვენი მსახურება იყოს ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი – ღვთის სადიდებლად, თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ, ქართველი ხალხის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading