გივი მიქანაძე მარნეულსა და გარდაბანში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

გივი მიქანაძე მარნეულის კულტურის ცენტრში მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც დამსწრეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.


შეხვედრას ესწრებოდნენ: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე
ამირან გიორგაძე და მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები..
