წალკაში მერის წარმომადგენელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინფორმაციით, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ცნობით, საჯარო მოხელე მოქალაქეებზე ყალბ ცნობებს გასცემდა. კერძოდ, 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ, მან ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე საქმეზე საგამოძიებო სამსახურმა კორუფციული ფაქტები ადიგენის მუნიციპალიტეტშიც გამოავლინა, სადაც მერის წარმომადგენელი და ერთი მოქალაქე დააკავეს.