„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს, ხოლო კიდევ 7 პირს ბრალი წარედგინა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით კიკნაძე განცხადებით, დაკავებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდნენ და „კანონიერ ქურდებთან“ – ლევან მარღიასა და ნოდარ შუკაკიძესთან იყვნენ დაკავშირებული.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მოქალაქეებს ფინანსურ დავებზე თანხის გადახდას აკისრებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას.

ჩხრეკის შედეგად პოლიციამ მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო.

გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading