თეთრიწყაროში დასაქმების პროგრამებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მიხეილ აფციაური დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რამაზ გულბანი და სოფლის რწმუნებულებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა დასაქმების სახელმწიფო პროგრამები, მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელობა და მუნიციპალიტეტში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებაზე, რაც მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს.