სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

დღეს ონლაინ ვაჭრობა განსაკუთრებით აქტუალურია, თუმცა სოციალურ ქსელებში სურსათის არარეგისტრირებული გამყიდველების გაჩენამ რისკები გაზარდა. მომხმარებელი ხშირად უნებურად ხდება საეჭვო, რეგისტრაციის გარეშე წარმოებული პროდუქტის შეძენის მხარდამჭერი, რაც საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

სურსათის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციას აძლევს მომხმარებლებს, ყურადღება მიაქციონ შემდეგს:

სანდო პლატფორმა

  • სურსათის გამყიდველს უნდა ჰქონდეს მითითებული იდენტიფიცირებადი ინფორმაცია:
    ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და სხვა აუცილებელი მონაცემები.
  • გამოიყენეთ მხოლოდ სანდო, რეგისტრირებული ონლაინ მაღაზიები ან სუპერმარკეტები.

სურსათის შესახებ აუცილებელი ინფორმაცია (ეტიკეტზე ან პლატფორმაზე)

ონლაინ ვაჭრობით შეძენისას უნდა იძებნებოდეს:

  • დასახელება
  • ინგრედიენტები და ალერგენები
  • წონა
  • შენახვისა და გამოყენების პირობები
  • მწარმოებლის/დისტრიბუტორის სახელი და მისამართი
  • წარმოშობის ქვეყანა
  • გამოყენების ინსტრუქცია (თუ აუცილებელია)
  • კვებითი ღირებულება
  • დამზადების თარიღი ან პარტიის ნომერი

ნებისმიერ სურსათს უნდა ახლდეს ინფორმაცია N301 ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით.

მოწოდებისას რა უნდა გადაამოწმოთ

  • ეტიკეტი
  • ვარგისიანობის ვადა
  • დამზადების თარიღი
  • შეფუთვა
  • ტრანსპორტირების პირობები, განსაკუთრებით მაღალი რისკის სურსათის შემთხვევაში (ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები და სხვ.)

დაუფასოებელი სურსათი

თუ ყიდულობთ დაუფასოებელ პროდუქტს (მაგ. ხორცი, თევზი, მზა კულინარია), სავალდებულო ინფორმაცია უნდა იყოს გარე შეფუთვაზე და ხელმისაწვდომი მიწოდების დროს.


დარღვევების შემთხვევაში:
დაუკავშირდით სააგენტოს ცხელი ხაზს — 1501.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading