რეგიონული განვითარების სამინისტროში სატრანსპორტო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა


საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ავტოსადგურების სერტიფიცირებისა და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი უძღვებოდა, ხოლო მასში მონაწილეობდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ბაკურ მიქაძე.

მხარეებმა რეგიონებში საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების არსებული მდგომარეობა და მიმდინარე პროცესები განიხილეს. შეხვედრას ასევე სახელმწიფო რწმუნებულები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading