მართვის პრაქტიკულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი ცვლილება ამოქმედდება


შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აცხადებს, რომ ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი ცვლილება ამოქმედდება.

უწყების ინფორმაციით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება, ხოლო არაგეგმური, ე.წ. 250-ლარიანი გამოცდის ჩაბარება მოქალაქეებს მხოლოდ შაბათობით შეეძლებათ.

 მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება.

ცვლილების ამოქმედებამდე, თუ მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის, როგორც გეგმური, ასევე, არაგეგმური (250 ლარიანი) გამოცდით ესარგებლათ, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება. მოქალაქეებს არაგეგმური გამოცდის ჩაბარების საშუალება მხოლოდ შაბათს ექნებათ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ არაგეგმური გამოცდების კვოტა მთლიანად დაემატება გეგმურ გამოცდებს”,-ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს განმარტებით, არაგეგმური გამოცდების კვოტა სრულად დაემატება გეგმურ გამოცდებს, რაც მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading