ქალაქ ბოლნისში, მუნიციპალიტეტის დაბებსა და სოფლებში თოვლისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ტექნიკით გაიწმინდა ქალაქ ბოლნისში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები, ბოლნისის ცენტრალური კლინიკის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიმდებარე ტერიტორიები და სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტამდე მისასვლელი გზები, ასევე, დაიყარა ტექნიკური მარილი.

უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა ხე-მცენარეები.

შესაბამის სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, კომუნალური მეურნეობისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლები დილიდან ახორციელებენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading