მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, მოქალაქეებთან მორიგი მიღება გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა მერს მათთვის აქტუალური საკითხები და საჭიროებები გააცნეს. დაურ ისმაილოვმა თითოეული მოქალაქის მიმართვა მოისმინა და შესაბამისი სამსახურების ჩართულობით პრობლემების გადაჭრის გზები განიხილა.


მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეთა მიღება ყოველ ხუთშაბათს, 11:00-დან 16:00 საათამდე იმართება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას პირადად შეხვდეს და მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღოს კონსულტაცია.
