ისტორიული გამარჯვება – საქართველომ ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე პირველი მედალი მოიპოვა!

სტამბოლში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე ანა ჯაფარიძემ საქართველოს სპორტის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა – ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა! ეს მედალი პირველია, რომელიც საქართველომ ამ პრესტიჟულ ტურნირზე ისტორიაში მოიპოვა. ანას წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ის გარემოება, რომ ოქრო ფინალში, მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელთან დაპირისპირებაში მოვიდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე…

წაიკითხეთ მეტი

გიორგი მუმლაძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორია

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტმა გიორგი მუმლაძემ (-81 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა სლოვაკი ალექს კრივეჩი დაამარცხა. მიმდინარე ოლიმპიადაზე ეს საქართველოსთვის მეოთხე მედალია: ვერცხლის მედალი ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ საბა ბოლქვაძე (-50 კგ) და ვახტანგ ჭიაბერაშვილი (-60 კგ). 21-26 ივლისის ჩათვლით…

წაიკითხეთ მეტი

ზაურ დვალაშვილი მსოფლიოს უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონია

გერმანიაში მიმდინარე მსოფლიოს უნივერსიადაზე საქართველოს დელეგაციას ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ) მოუტანა. ფინალურ შეხვედრაში დვალაშვილი იაპონელ კაიტო ამანოსთან დამარცხდა. ფინალამდე ქართველმა სპორტსმენმა წარმატებით დაამარცხა კვიპროსელი, ლიბანელი და უკრაინელი ძიუდოისტები, ნახევარფინალში კი ამერიკელი მეტოქე დაამარცხა. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია: ვერცხლთან ერთად, ტაეკვონდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა (-74 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ფინალში ბრაზილიელი…

წაიკითხეთ მეტი

რევაზ მჭედლიშვილი MMA-ს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორია

აბუ-დაბიში მიმდინარე შერეული საბრძოლო ხელოვნებების (MMA) ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა რევაზ მჭედლიშვილმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მჭედლიშვილმა ტურნირის ფარგლებში ოთხი შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ნახევარფინალში, ფინელ რიკარდ კალიონიემისთან დაპირისპირება დათმო. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე სამი მედალი აქვს მოპოვებული: ოქროს მფლობელია შიო გენჯაძე (40 კგ), ვერცხლის მედალს კი შაკო მესხი…

წაიკითხეთ მეტი

ვასილ გამეზარდაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონია

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ძიუდოისტმა ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტსმენმა ფინალში სერბ ველიჩკო ვარმიჩიჩთან დაძაბული შეხვედრა დათმო და მეორე ადგილზე გავიდა. ამ ეტაპზე ეს საქართველოსთვის მესამე მედალია მიმდინარე ოლიმპიადაზე. ბრინჯაოს მედლები უკვე მოიპოვეს საბა ბოლქვაძემ (-50 კგ) და ვახტანგ ჭიაბერაშვილმა (-60 კგ). ოლიმპიური ფესტივალი 21-26 ივლისს…

წაიკითხეთ მეტი

ვახტანგ ჭიაბერაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საპრიზო ადგილი მოიპოვა

ვახტანგ ჭიაბერაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიაში, სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა (-60 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შვეიცარიელი ტიმეო კორი დაამარცხა. ოლიმპიურ ფესტივალს 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი ესწრება. საქართველო 36 წარმომადგენლით სპორტის ცხრა სახეობაში მონაწილეობს.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულელი ძიუდოისტები შვეიცარიაში საერთაშორისო შეკრებაში მონაწილეობენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ხუთი ძიუდოისტი – ქეთი ხარაზიშვილი, ლიზა დავაძე, ბექა ჭკადუა, ნიკოლოზ დევდარიანი და ანდრო პაპუნაშვილი – შვეიცარიის ქალაქ ფიშიში მიმდინარე საერთაშორისო საწვრთნელ შეკრებაში მონაწილეობს. საერთაშორისო საწვრთნელ შეკრებას, რომელსაც ორგანიზებას უწევს Sergei Judo Camp-ი, აერთიანებს 25 ქვეყნის 18-დან 21 წლამდე ასაკის პერსპექტიულ სპორტსმენებს. მსგავსი ფორმატის შეკრებები ხელს უწყობს სპორტსმენების გამოცდილების გაზიარებას, პროფესიულ ზრდას…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულელი ტაეკვონდოისტებისთვის მასტერკლასს კორეელი ოსტატები ჩაატარებენ

მარნეულში ტაეკვონდოს სასწავლო-საგანმანათლებლო სემინარი გაიმართება, რომელსაც მაღალი კლასის კორეელი ინსტრუქტორები უხელმძღვანელებენ. ღონისძიება საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის სპორტული სკოლის ორგანიზებით ტარდება და მას თენგიზ ნავერიანის სახელობის ძიუდოს სპორტული დარბაზი უმასპინძლებს. სემინარს ტაეკვონდოს სამხარეო და საერთაშორისო დონის ინსტრუქტორები ჩაატარებენ:▪ დუხვი ლი – მერვე დანის მფლობელი▪ ინჰიე კვონი – მეოთხე დანის მფლობელი▪ მინსეონ ჯეონი – მეოთხე…

წაიკითხეთ მეტი

შიო გენჯაძე ახალგაზრდებს შორის MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონია

აბუ-დაბიში მიმდინარე შერეული საბრძოლო ხელოვნებების (MMA) ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენი შიო გენჯაძე (40 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალურ დაპირისპირებაში შიომ იტალიელი მეტოქე, მატეო ფაბრი დაამარცხა და ტურნირის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ჩემპიონობის გზაზე ქართველმა მებრძოლმა სულ 5 გამარჯვება მოიპოვა. საგულისხმოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა — შაკო მესხმა (44 კგ)…

წაიკითხეთ მეტი

საბა ბოლქვაძემ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტსმენებმა წარმატებით დაიწყეს ასპარეზობა. ძიუდოში საქართველოს სახელით მოასპარეზე საბა ბოლქვაძემ (წონითი კატეგორია -50 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. გადამწყვეტ შეხვედრაში ბოლქვაძემ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს სძლია და გამარჯვებით დაასრულა მედლისთვის ბრძოლა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 21 ივლისს დაიწყო და 26 ივლისის ჩათვლით…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »