მარნეულელი ძიუდოისტები შვეიცარიაში საერთაშორისო შეკრებაში მონაწილეობენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ხუთი ძიუდოისტი – ქეთი ხარაზიშვილი, ლიზა დავაძე, ბექა ჭკადუა, ნიკოლოზ დევდარიანი და ანდრო პაპუნაშვილი – შვეიცარიის ქალაქ ფიშიში მიმდინარე საერთაშორისო საწვრთნელ შეკრებაში მონაწილეობს.
საერთაშორისო საწვრთნელ შეკრებას, რომელსაც ორგანიზებას უწევს Sergei Judo Camp-ი, აერთიანებს 25 ქვეყნის 18-დან 21 წლამდე ასაკის პერსპექტიულ სპორტსმენებს.
მსგავსი ფორმატის შეკრებები ხელს უწყობს სპორტსმენების გამოცდილების გაზიარებას, პროფესიულ ზრდას და ტაქტიკური უნარების გაუმჯობესებას. მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ივარჯიშონ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონის სპეციალისტებთან ერთად და უკეთ მოემზადონ სამომავლო საერთაშორისო ტურნირებისთვის.