შიო გენჯაძე ახალგაზრდებს შორის MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონია

აბუ-დაბიში მიმდინარე შერეული საბრძოლო ხელოვნებების (MMA) ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენი შიო გენჯაძე (40 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ფინალურ დაპირისპირებაში შიომ იტალიელი მეტოქე, მატეო ფაბრი დაამარცხა და ტურნირის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ჩემპიონობის გზაზე ქართველმა მებრძოლმა სულ 5 გამარჯვება მოიპოვა.
საგულისხმოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა — შაკო მესხმა (44 კგ) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. მან ფინალში ინგლისელ პადი ორაჰილთან დამარცხდა.
ტურნირი აბუ-დაბიში მიმდინარეობს და ახალგაზრდა ქართველი მებრძოლების წარმატება სპორტის ამ სახეობაში საქართველოს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამარჯვებად ითვლება.