მარნეულის მუნიციპალიტეტში დამატებით, 3 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღი შენდება
180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა ქალაქ მარნეულში-20 იანვრის ქუჩაზე, სოფელ წერეთელსა და სოფელ შულავერში მიმდინარეობს.
საბავშვო ბაღების მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ 10 416 000 ლარი გამოყო.
საბავშვო ბაღების საჭირო ინვენტარით აღჭურვას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. ასევე ეზოებში მოეწყობა რეკრეაციული სივრცეები და სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. შეხვედრის ფარგლებში ახლად აშენებული შულავერის N2 საჯარო სკოლა მოინახულეს.
სამშენებლო პროცესს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა, ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან მარნეულის და გარდაბნის დელეგატთან ზაურ დარგალთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო




