„პარი სენ-ჟერმენი“ უეფას სუპერთასის გამარჯვებულია
ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ისტორიაში პირველად მოიპოვა უეფას სუპერთასი, იტალიის ქალაქ უდინეში, სტადიონ „ფრიულიზე“ გამართულ დაპირისპირებაში ინგლისური „ტოტენჰემი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. პარიზელთა შემადგენლობაში გოლები გაიტანეს ლი კან ინმა 85-ე წუთზე და გონსალუ რამუშმა დამატებით დროში, 90+4 წუთზე. „ტოტენჰემის“ მხრიდან თავი გამოიჩინეს მიკი ვან დე ვენმა (39) და კრისტიან რომერომ…