„პარი სენ-ჟერმენი“ უეფას სუპერთასის გამარჯვებულია

ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ისტორიაში პირველად მოიპოვა უეფას სუპერთასი, იტალიის ქალაქ უდინეში, სტადიონ „ფრიულიზე“ გამართულ დაპირისპირებაში ინგლისური „ტოტენჰემი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. პარიზელთა შემადგენლობაში გოლები გაიტანეს ლი კან ინმა 85-ე წუთზე და გონსალუ რამუშმა დამატებით დროში, 90+4 წუთზე. „ტოტენჰემის“ მხრიდან თავი გამოიჩინეს მიკი ვან დე ვენმა (39) და კრისტიან რომერომ (48).

დამატებითი დრო გამარჯვებულს ვერ გამოავლინა, ხოლო პენალტების სერიაში „პარი სენ-ჟერმენმა“ მეტოქე ანგარიშით 4:3 დაამარცხა.

გასულ სეზონში „პარი სენ-ჟერმენმა“ პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო „ტოტენჰემმა“ — ევროპა ლიგა, რის შემდეგაც გუნდები სუპერთასზე შეხვდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading